ტესტი

მე-12 კლასი
1.რომელ წინადადებაშია სტილისტური ხარვეზი?
ა)მძღოლმა დროულად მოახდინა ავტომანქანის დამუხრუჭება.
ბ)კაცი ის არის, ვიმც მამულს გამოადგება შვილადა
გ)მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია
დ)რაც სიძულვილმა გააცამტვერა, მას სიყვარული აღადგენს ისევ.

2.რომელ წინადადებაშია სწორად დასმული სასვენი ნიშნები?
ა)ხშირი ბურუსი რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო, ძალზე აბნელებდა იქაურობას.
ბ)ხშირი ბურუსი, რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო  ძალზე აბნელებდა იქაურობას.
გ)ხშირი ბურუსი, რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო, ძალზე აბნელებდა იქაურობას.
დ)ხშირი ბურუსი რომელიც, დაბლა ჩამოწოლილიყო , ძალზე აბნელებდა იქაურობას.

3.მოწმინდა თუ მოსწმინდა?
ა)დედამ შვილს თვალზე ცრემლი მოწმინდა.
ბ)დედამ შვილს თვალზე ცრემლი მოსწმინდა.

4.რომელია სწორი ფორმა?
ა)შემჯდარან წიწილები დედის ფრთებქვეშ და ისვენებენ.
ბ)შემსხდარან წიწილები დედის ფრთებქვეშ და ისვენებენ.

5.რომელია  სწორი ფორმა?
ა)ჩემ მიერ დაწერილია ხუთასი ლექსი
ბ)ჩემს მიერ დაწერილია  ხუთასი ლექსი

6.რომელია არასწორი ფორმა ?
ა)დამიხატია, ბ) დამიწერია, გ) დამიბამს, გ)დამიხატავს.

7.გაიხსენეთ დავით კლდიაშვილის მოთხრობა,, სამანიშვილის დედინაცვალი „
რატომ არ სურს პლატონს კირილესთან ერთად  მოგზაურობა?
ა) კირილემ ბევრი ლაპარაკი იცის,
ბ) კირილე ჩხუბის მოყვარულია,
გ)კირილეს არ უნდა, რომ პლატონმა სადედინაცვლო ნახოს.
დ)კირილე ცინიკოსია.

8.რისი სიმბოლოა ელი გორდელიანი ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებში ,, შელოცვა რადიოთი“?
ა)საქართველოს, ბ)მშვენიერების, გ)ნიჭიერების, დ)სიყვარულის.

9. რომელი ლექსიდანაა სტრიქონები?
,, მოდი გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არის
და დრო ახალი პაემანისა“
ა)ლეონიძის ,, ყივჩაღის პაემანი“,     ბ)პაოლო იაშვილის ,, პოეზია, გ)გალაკტიონის ,,უსიყვარულოდ“,   დ)ანა კალანდაძის ,,მოდიოდა ნინო მთებით“

10. რა მხატვრული ხერხია ,,როგორც ხმალი ძმებო ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია“?
 ა)შედარება, ბ) ეპითეტი, გ)გაპიროვნება, დ)მეტაფორა.

11. ვის ეკუთვნის  ლექსი ,, ნინოწმინდის ღამე“? 
ა)გალაკტიონ ტაბიძეს,         ბ) გიორგი ლეონიძეს,                       დ)ბესარიონ გაბაშვილს,      დ) ანა კალანდაძეს.

12. რა თვისებებით აღწევს ჯაყო თავის მიზნებს?
ა) ეშმაკობით და ძალადობით,       ბ)განათლებით, გ)შრომისმოყვარეობით,                 დ)პიროვნული მომხიბვლელობით

13.  ვინ   არის ,, წიგნის ჩრჩილი“, ,, განათლებული ქათამი“, ქაჩალი თაგვი“,  ნავექილარი და ნათავადარი?
 ა)თეიმურაზ  ხევისთავი,     ბ)ჯაყო ჯივაშვილი,
 ბ)ნახუცარი ივანე,                 დ)ნინიკა.

14.  რითაა   უჩვეულო  გალაკტიონის თოვლი?
ა) იისფერია,                  ბ) ლილისფერია,
გ) გამჭვირვალეა,          დ)ლურჯია



15.რა ფერია გალაკტიონისათვის ,,სიკვდილის გზა’?
ა)შავი,                             ბ) ვარდისფერი,
გ)ცისფერი,                    დ)ლურჯი.

16.ლექსში ,, სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ გალაკტიონ ტაბიძე წერს :
,, დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
 და შორეული ცის სილაჟვარდე“
რას უწოდებს ავტორი თავისი ცხოვრების გზას?
ა)ნაწვიმარ სილას,                  ბ)ვარდს,
 გ)შორეულ ცას,                      დ)შორეული ცის სილაჟვარდეს.

17.როგორი შემოქმედებითი დამოკიდებულება აისახება ლექსის ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას“პირველსავე წინადადებაში?( მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა“)
ა)თავისუფალი,
 ბ)ყოვლისმომცველი,
გ)მიზანმიმართული ლექსის თემის მიმართ,
დ)პრიორიტეტული ლექსში მეტაფორების გამოყენების მიმართ.

18.გალაკტიონი წერს: ,, რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი.
ჟღერს ქვის ჰარმონია, დარობს რამდი დარი“
 რას წარმოადგენს ,ავტორის თქმით , ნიკორწმინდა?
ა)საუნჯეს,                   ბ)მხნეობის წყაროს,
გ)ქვის ღაღადს,          დ)ერის სიმდიდრის გამოხატულებას.

19.ტიციან ტაბიძე წერს:,, მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს...“
განმარტეთ ,, ლექსი თვითონ მწერს“
ა)პოეზია მთავარი ღირებულებაა,
ბ)დღე, როცა პოეტი ლექსს არ ქმნის დაკარგულია,
გ)პოეზია პოეტის არსებას მოიცავს.

20.ვის უძღვნა ტიციან ტაბიძემ ლექსი ,, ანანურთან“
 ა)ოლია ოკუჯავას,          ბ) თამუნია წერეთელს,         გ) ათაბაგის ქალს.



1-ა
2-გ
3-ბ
4-ბ
5-ბ
6-ა
7-ბ
8-ა
9-ა
10-ა
11-ბ
12-ა
13-ა
14-ა
15-ბ
16-დ
17-ა
18-დ
19-გ
20-ბ

No comments:

Post a Comment