გაკვეთილის გეგმა
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
კლასი/კლასები
|
დაწყებითი
საფეხური/6კლასი
|
მასწავლებელი
|
ნატო გურგენიძე
|
ჩატარების
დრო
|
01.12.2017
|
გაკვეთილის
თემა
|
სიკეთის კეთების მნიშვნელობა და ძალა.
მოთრობა „მე
და ანა,“
ივანე კრილოვისა
და ლა ფონტენის იგავებს
|
გაკვეთილის
ხანგრძლივობა
|
45წთ
|
კლასის დახასიათება
|
კლასში არის 29 მოსწავლე. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილი
პროცესში და ცდილობენ გაიგონ და შეისწავლონ ევროპული ასოცირების ხელშეკრულების არსის
შესახებ.
|
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეებს
გაუჩნდებათ თანადგომისა და დახმარების
სურვილი, გაჭირვებულის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა მათ საზოგადოების
სრულფასოვან პიროვნებად ჩამოაყალიბებს.
გაარკვევენ თუ როგორ შეიძლება ზრუნავდეს
ევროსაბჭო სოციალურად დაუცველ ადამიანებზე.
მოსწავლეები დაახასიათებენ და განარჩევენ ფაქტობრივ და სააზროვნო შეკითხვებს,
ქართ. V. 1. მოსწავლეს
აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების
მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
ქართ.V.4 მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური
შეფასების საწყისი უნარი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმა-მთელი კლასი , შერეული(ჰეტეროგენული); ინდივიდუალური.
შეკითხვების
დასმა მხატვრული ნაწარმოების გასააზრებლად. იხსენებენ
შოთა რუსთაველის „ვეფისტყაოსნიდან-“
ჭაში ჩავარდნილის იგავს“და კრილოვის „გედი,კიბორჩხალა და ქარიყლაპია“.
გონებრივი
იერიში.
დისკუსია.
ჯგუფებში
პრობლემის გააზრება და მათი გადაჭრის გზების ძიება. ხუთ წუთიანი წერა.
გასასვლელი ბარათები.
1. აქტივობა. საორგანიზაციო საკითხი -3წთ
მასწავლებელი
ესალმება მოსწავლეებს და ამოიკითხავს სიას.
2.აქტივობა.გამოწვევის ფაზა, საშინაო დავალების შემოწმება. „ჭაში ჩავარდნილის
იგავისა“ და კრილოვის „გედი,კიბორჩხალა და ქარიყლაპიას“მთავარი სათქმელი- 7წთ
3. აქტივობა. ვახსენებ წინა გაკვეთილზე შესწავლილ „ჭაში ჩავარდნილის იგავს“, ვაჩვენებ წიგნს „ მე და ანა“, ვსვამ შეკითხვებს-როგორი
ხასიათის ტექსტია? რამდენი მთავარი პერსონაჟი იქნება? მოსწავლეები აფიქსირებენ, რას ელიან ამ ტექსტიდან. 5წთ
4.აქტივობა. მოსწავლეებმა
უნდა აღნიშნონ „+“ „-„ -ით რას ეთანხმებიან
და რას არა. 4წთ
II ფაზა- კითხვის დროს
5 აქტივობა.
ურიგდებათ მოსწავლეებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მიზნები და
ვთხოვ წაიკითხონ ყურადღებით. ურიგდებათ გასასვლელი ბარათები.17წთ
IIIფაზა-წაკითხვის შემდეგ
6 აქტივობა. ევროკავშირის
ასოცირების ხელშეკრულების მიზნების გათვალისწინებით ვთხოვ მოსწავლეებს დაუკავშირონ რომელ მიზანს პასუხობს
თემა. 3წთ
საშინაო დავალება
დაწერეთ-რატომ მისცა ანამ
თავისი ჩანთა და სადილი მოხუცს? როგორ შეაფასებ ნინოს საქციელს? 2-წთ.
განმავითარებელი
შეფასებით ვაფასებ მოსწავლეებს. ვიყენებ ურთიერთშეფასებასაც.4-წთ
|
მოსალოდნელი პრობლემები
და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები
|
მოსწავლეები აკავშირებენ პრობლემასა და გადაწყვეტის
გზებს ერთმანეთს, თუმცა ბოლომდე უჭირთ ევროსაბჭოს ასოცირების ხელშეკრულების მიზნების
ამოცნობა. მოსწავლეები მოხუცებულთა მდგომარეობას იკვლევენ
და აღნიშნავენ , რომ სოციალური დაცვის პრობლემა დგას ქვეყანაში , რომელთა დაცვაზე
ზრუნავს ევროსაბჭო.
|
სასწავლო რესურსები
|
წიგნი,
კალამი, რვეული , წინასწარ გამზადებული სქემა. დაფა.
დედა ტერეზას დახმარების ამსახველი პლაკატები.
|
შეფასება და თვითშეფასება
(შეფასების კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები)
|
განმავითარებელი
შეფასებით ვაფასებ მოსწავლეებს. ვიყენებ ურთიერთშეფასებასაც. მოსწავლეთა ჯგუფები აფასებენ ერთმანეთს და
აჯამებენ შედეგებს.
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნატო გურგენიძე
პ N 01006020075
საგანი : ქართული ენა და
ლიტერატურა
სწავლების საფეხური /კლასი : საბაზო საფეხური- მეცხრე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
: 31მოსწავლე (კლასში 2 სსსმ ირიცხება მოსწავლე )
გაკვეთილის ტიპი:
პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის თემა
: ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში: I თავი
გაკვეთილის მიზანი :
გაკვეთილის მიზანია გამოიყენოს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმა (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე
დამყარებული არგუმენტები), რაც განუვითარებს კრიტიკული ანალიზის უნარებს; ამოიცნობს, ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელი რა ნიშნები შემოდის ენაში მსჯელობის წერილობითიდან ზეპირ ფორმატში გადასვლისას(ჟარგონები,
სლენგები). დაუკავშიროს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
შეძლოს გადაჭრის გზების ძიება და დასკვნის გამოტანა
გაკვეთილის თემისა და მიზნის
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
:
ქართ. IX. 1.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს
სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე
ქართ. IX. 3.
ქართ. IX. 6
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა
თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და
მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
აღნიშნული გაკვეთილი დაგეგმილია სახელმძღვანელოდან მოცემული მასალის მიხედვით. გამოყენებულია საინფორმაციო ვიდეო მასალა, კლიპი.
აღნიშნული გაკვეთილი დაგეგმილია სახელმძღვანელოდან მოცემული მასალის მიხედვით. გამოყენებულია საინფორმაციო ვიდეო მასალა, კლიპი.
|
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა / ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და საგაკვეთილო
პროცესებისთვის მზადება.
მასწავლებელი ესალმება კლასს
კლასის
მობილიზება გაკვეთილისთვის.
გაკვეთილის თემის განსაზღვრის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის მიზნებს და შეფასების კრიტერიუმებს.
|
ვერბალური ახსნა
|
საერთო საკლასო
|
გაკვეთილის მიზნები, შეფასების კრიტერიუმები.
შეფასების კრიტერიუმები,
გაკვეთილის მიზნები ფლიპჩარტზეა გამოტანილი
|
2 წუთი
|
|
2
|
A ფაზა- გამოწვევის
ფაზა
აქტივობა 1 გამომეტყველებითი კითხვა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება, განწყობის შექმნა,
პერსონაჟების მეტყველებაზე დაკვირვება, შედარება.
აქტივობის აღწერა: მთავარი
პერსონაჟისა და მისი მეგობრის დიალოგის ეპიზოდის მიხედვით 2 მოსწავლე როლებში კითხულობს
ტექსტს. მათ შემდეგ თანამედროვე ლიტერატურული ენით იმავე ტექსტს კითხულობენ მოსწავლეები.
რაც თვალსაჩინოს გახდის პერსონაჟების
მეტყველების განსაკუთრებულობას.
აქტივობა 2
აქტივობის მიზანი: არსებული ცოდნის გააქტიურება, რაც აძლევს საშუალებას
ახალი ცოდნის აგებისა.
აქტივობის აღწერა: კითხვების
საშუალებით ამოწმებს მასწავლებელი, თუ რამდენად
კარგად გაიგეს ტექსტის შინაარსი
-როტომ მეტყველებენ ჟარგონებით
პერსონაჟები?
-ვინ არის მთხრობელი?
-საიდანაა მთავარი გმირი?
-ვინ არის მისი პირველი მეგობარი?
-რა არის მისი მეგობრის გარდაცვალების
რეალური მიზეზი?
-რატომ შეიცვალა აფხაზეთიდან
წამოსვლის შემდეგ გმირის დედა?
- ვინ მიამსგავსა დედას და
რატომ?
-რატომ გადაწყვიტა წასვლა
აფხაზეთში გმირმა?
სსსმ მოსწავლეები გასცემენ
პასუხს კითხვებზე:
-რომელი ჟარგონი და სლენგი
იყო მათთვის გაუგებარი?
|
კითხვა
კითხა-პასუხი, გონებრივი იერიში.
|
წყვილები
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელო.
|
3წუთი
8წუთი
|
|
3
|
B ფაზა-სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 3 პრობლემის გააზრება
მონაკვეთიდან. ასოციაციური რუკა „ომის შედეგები“.
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს პრობლემის განსაზღვრა;
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები გამოთქვამენ პრობლემებს, რომლებიც ტექსტის მიხედვით გაიაზრეს,
მასწავლებელი კი წერს მათ დაფაზე.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი
|
3წუთი
|
|
|
აქტივობა 4
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა განსაზღვრონ რამ გამოიწვია ეს პრობლემები
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები სვამენ კითხვებს, გამოთქვამენ მოსაზრებას.
საუბრობენ, თუ რა იციან ნარკომანიის შესახებ; -რატომ იყენებენ ნარკოტიკს და რას გაურბიან
მომხმარებლები,
- როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ,
-იხსენებენ შემთხვევებს საკუთარი
ცხოვრებიდან.
-რა იწვევს გაუცხოებას ქუჩის ბავშვებსა და საზოგადოებას შორის.
-როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო?
სსსმ მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს და გამოთქვამენ აზრს.
|
დისკუსია
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
|
8წუთი
|
|
4
|
Cფაზა-გააზრების , რეფლექსიის
ეტაპი
აქტივობა 5
ვიდეოს ჩვენება
(იხ. დანართიN2)
აქტივობის მიზანი: მათი თანადგომისა და ემპათიის გამოწვევის
მიზნით ახალი ინფორმაციის მიწოდება. წინარე ცოდნაზე ახლის დაშენების
უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აჩვენებს ვიდეოფილმს, რომელშიც ასახულია
ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა და სახელმწიფოს დამოკიდებულება, კვლევის
შედეგები
|
ინფორმაციის გაანალიზება
|
საერთო საკლასო
|
საინფორმაციო ფილმის ჩვენება
კომპიუტერი, პროექტორი.
|
3წუთი
|
|
5
|
აქტივობა
6
პრობლემის გადაჭრის გზები
და დასკვნის გამოტანა.
აქტივობის
მიზანი: ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრობლემის
დაკავშირება//შეპირისპირება , გადაჭრის გზების ძიება და დასკვნის გამოტანა.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს
ხუთ შერეულ (ჰეტეროგენული) ჯგუფად; ურიგებს
მოსწავლეებს
ბავშვთა კონვენციის რამდენიმე მუხლს(6,8,22,36 მუხლები. იხ.დანართი N1), რომლებიც
ასევე გაკრულია კედლებზე. ფლიპჩარტებს ურიგებს ჯგუფებს, რათა შეავსონ Tდიაგრამა.
მსგავსება ტექსტსა და რეალობასთან და გადაჭრის
გზები. თითოეული ჯგუფი ნაშრომს აკრავს დაფაზე და ხსნის, თუ როგორ მივიდნენ ამ შედეგამდე.
სსსმ
მოსწავლეებს მასწავლებელი სთავაზობს მოიფიქრონ და გამოთქვან თავიანთი აზრი ვიდეო
რგოლში მოცემული პრობლემის შესახებ როგორ
უნდა მოიქცეს საზოგადოება?.
|
ინფორმაციის გაანალიზება
|
ჯგუფური მუშაობა
|
ფურცლებზე ამობეჭდილი კონვენციის მუხლები , ფლიპჩარტები, მარკერი. დაფა,
მაგნიტები
|
10წუთი
|
|
6
|
შეჯამება
აქტივობა 7
აქტივობის მიზანი: მასწავლებელი სვამს კითხვებს.
-როგორ მივიდა ჯგუფი ამ დასკვნამდე?
-რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი?
-არის თუ არა აქტუალური საკითხი დღესაც?
-საზოგადოების დამოკიდებულება ადეკვატურია თუ არა ქუჩის ბავშვების მიმართ?
-გაკვეთილის შესახებ რა იყო მოსწავლეთათვის ყველაზე საინტერესო ან რთული?
სსსმ მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს:
-რა გაიგეს გაკვეთილიდან?
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს შეაჯამონ გაკვეთილი და გამოთქვან
მოსაზრება, როგორ უნდა მოიქცეს თითოეული მოქალაქე?
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი
|
4 წუთი
|
|
|
შეფასება (იხ. დანართიN4)
|
განმავითარებელი,
განმსაზღვრელი
|
სიტყვიერი კომენტარი
|
საკლასო ოთახში
გაკრული შეფასების რუბრიკა
|
2 წუთი
|
|
|
(იხ. დანართიN 3)
წაიკითხონ ბოლომდე მოთხრობა
და კლიპისგან გამოწვეულ ემოციაზე დაყრდნობით დაწერონ ესე „ აფხაზეთი ჩემი ტკივილი“
|
ვერბალური მითითება
|
საერთო საკლასო
|
საშინაო დავალების
რვეული
|
2 წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეები შეძლებენ:
- ჟარგონებისა და სლენგების გაგებასა და ლიტერატურული
ენით გამართვას,
-გამოიყენებენ არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას;
-პრობლემის დაკავშირებას
დროში და გადაჭრის გზებს;
-დაუკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას;
-მივლენ დასკვნამდე ,რომ ეს პრობლემები აქტუალურია
და მათი გადაჭრისთვის აუცილებელია არა მარტო სახელმწიფოს, არამედ თითოეული ადამიანის
ჩართულობა
რეფლექსია
სსიპ
ქალაქ თბილისის N 169 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
ნატო გურგენიძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 2 მაისს IXა კლასში ჩავატერე სამოდელო
გაკვეთილი.
გაკვეთილის
თემა იყო: ნუგზარ შატაიძის მოთხრობა “მოგზაურობა აფრიკაში“ -I თავი
გაკვეთილის
ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული.
გაკვეთილის
მიზანი : მოსწავლემ გამოიყენოს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმა (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე
დამყარებული არგუმენტები), რაც განუვითარებს კრიტიკული ანალიზის უნარებს;
ამოიცნოს,
ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელი რა ნიშნები შემოდის ენაში მსჯელობის წერილობითიდან ზეპირ ფორმატში გადასვლისას
(ჟარგონი, სლენგი). დაუკავშიროს წაკითხულ ტექსტში გადმოცემული ან ნაგულისხმევი თვალსაზრისები ცხოვრებისეულ გამოცდილებას; შეძლოს გადაჭრის გზების ძიება და დასკვნის გამოტანა.
აღნიშნული
გაკვეთილის ჩატერების იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ტექსტის წაკითხვისას
მთავარი პერსონაჟის
მდგომარეობა ვერ გაიაზრეს. ჩათვალეს , რომ ის დამოუკიდებელი
ცხოვრებისკენ თავად ისწრაფოდა , რომ იმ პერიოდის
სოციალური პრობლემები არ
იცოდნენ.
მოსწავლეთა
ამგვარმა დამოკიდებულებამ გადამაწყვეტინა, რომ ჩამეტარებინა პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი, რომლის მიზანიც იქნებოდა,
რომ მოსწავლეებს
განესაზღვრათ პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები
და დაეკავშირებინათ დღევანდელ
სიტუაციასთან , რა თქმა
უნდა, საკუთარი ცოდნის ფარგლებში. გაეანალიზებინათ
პრობლემა, დაესახათ პრობლემის გადასაჭრელი გზები და გამოეტანათ
დასკვნა, თუ
რამდენად აქტუალურია ქუჩაში
დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა დღესაც. ვფიქრობ, რომ
გაკვეთილი სასარგებლო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის,
ასევე
მასწავლებლებისთვის. მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ მათ
შეუძლიათ ფაქტებზე
დაყრდნობით გააანალიზონ პრობლემური საკითხები. თუ მანამდე
ფიქრობდნენ, რომ
ნარკომანია,
გაუნათლებლობა და უსახლკარობა ბავშვის არჩევანი იყო, აღმოაჩინეს , რომ
სახელმწიფოსა და საზოგადოებას უდიდესი როლი მიუძღვის ინდივიდის
ჩამოყალიბებაში.
აღნიშნული გაკვეთილი საინტერესო აღმოჩნდა ასევე
ჩემი
კოლეგებისთვისაც. მათ ნახეს, რომ ბავშვებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ პრობლემა,
დააკავშირონ აწმყოსთან. ამ გაკვეთილმა აჩვენა , რომ
მოსწავლეებს შეუძლიათ
თავისუფლად აზრის გამოთქმა. შეუძლიათ საუბარი დადებით
და უარყოფით ფაქტორებზე.
დაგეგმილი აქტივობები და შეფასების კრიტერიუმები კავშირში
იყო გაკვეთილის მიზნებთან. გაკვეთილის მიზნები კი შესაბამისი იყო ეროვნული სასწავლო
გეგმის მოთხოვნებთან. ვთვლი, რომ გაკვეთილზე დასახულ მიზანს მივაღწიე, რასაც სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი. გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი
შედეგები თვალსაჩინო იყო, რადგან მოსწავლეებმა
დაასკვნეს, რომ ეს პრობლემები აქტუალურია და მათი გადაჭრისათვის
აუცილებელია არა მარტო სახელმწიფოს, არამედ თითოეული მოქალაქის ჩართულობა,
განათლების შეტანა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დაინტერესება.
როგორც გაკვეთილის განხილვისას გამოჩნდა, ამ
გაკვეთილმა მე და ჩემს კოლეგებს გაგვიზარდა მოტივაცია, რომ კვლავ ჩავატაროთ მსგავსი
ტიპის გაკვეთილები სხვადასხვა აქტუალურ პრობლემურ საკითხებზე, რადგან ასეთი ტიპის გაკვეთილები
მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, აცნობიერებენ პრობლემასა
და გადაჭრის გზებს, მათ ასევე უყალიბდებათ
ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვის უნარები.
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა. გამოწვევის ეტაპი გამომეტყველებითი კითხვით დავიწყე. წყვილმა წაიკითხა
დიალოგი მონაკვეთიდან, რომელშიც აგებულია სლენგებითა და ჟარგონებით. შემდეგ მეორე წყვილმა
წაიკითხა ჟარგონებისა და სლენგებისგან გასუფთავებული, ლიტერატურულად გადაკეთებული იგივე
მონაკვეთი. მოსწავლეებმა დაინახეს , რომ ავტორისეული დიალოგი ორგანული იყო ქუჩაში მცხოვრები
ბავშვებისთვის, რომ დახვეწილი, ლიტერატურული ენა არ შეეფერებოდა სინამდვილეს. კითხვა
-პასუხის საშუალებით გაიაზრეს ტექსტის შინაარსი,
რამაც გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება გაკვეთილის თემით.
ესწრებოდა 1 სსსმ მოსწავლე, რომლისთვისაც არ იყო გაუგებარი ჟარგონები, პასუხობდა კითხვებს.
სიღრმისეული წვდომის ფაზაზე გამოვიყენე ასოციაციური
რუკა. „ომის შედეგები“, მოსწავლეებმა ჩამოთვალეს პრობლემები: უსახლკარობა, ნარკომანია,
დაკარგული ბავშვობა, მეტყველება, საზოგადოების დამოკიდებულება. დისკუსიის საშუალებით
მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემების შესახებ, გაიხსენეს ცხოვრებისეული მაგალითები და
აღნიშნეს , რომ ხშირად ქუჩაში მცხოვრები ადამიანების შემოსავლის წყაროა მათხოვრობა
და არც ისე გაჭირვებულნი არიან. ხშირად თავშესაფრიდანაც
გამორბიან ბავშვები.
რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეებს
ვუჩვენე ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ჩაატარეს ექსპერიმენტი. გოგონა ჯერ შემოსეს
ღარიბული სამოსით, ხოლო შემდეგ ძვირადღირებული სამოსით და გაუშვეს ხალხში. ვიდეო გავაჩერე
და ვთხოვე გამოეთქვათ მოსაზრება, თუ როგორ შეხვდებოდა ხალხი ამ ბავშვს. მოსწავლეებმა
ორივე შემთხვევა სწორად გააანალიზეს. პირველ შემთხვევაში საზოგადოებამ უარყო გოგონა,
ხოლო მეორე შემთხვევაში გულისხმიერება გამოიჩინა. შემდეგ ვიდეო ვაჩვენე მოსწავლეებს,
რომელშიც გამართლდა მათი ვარაუდი. ამის შემდეგ
დავურიგე ჯგუფებს ბავშვთა კონვენციის 6, 8, 22, 36 მუხლები, დაურიგდათ ფლიპჩარტები T დიაგრამით, პირველ გრაფაში უნდა შეედარებინათ პრობლემა დღევანდელობასთან,
მეორე გრაფაში ეპოვათ გადაჭრის გზები. კლასი დაყოფილი იყო ხუთ შერეულ(ჰეტეროგენულ)
ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა მოცემული ტექსტიდან განსაზღვრა პრობლემური საკითხები. I -მა ჯგუფმა გამოყო უსახლკარობა, რომლის გადაჭრის
გზად დაასახელა თავშესაფრების აშენება. II
ჯგუფმა - ნარკომანია, გადაჭრის გზად მოზარდებში ცნობიერების ამაღლება დაასახელა. III ჯგუფმა
- საზოგადოების დამოკიდებულება , გადაჭრის გზად სახელმწიფოს ჩართულობა და მოქალაქეების თანაგრძნობა დაასახელა. IV
ჯგუფმა -ენის დაბინძურება და ჟარგონების გამოყენება, რომელთა
გადაჭრის გზად განათლების მიღება დაასახელა, აღნიშნეს , რომ ყველას აქვს განათლების
მიღების უფლება და ამაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. V
ჯგუფი-დაკარგული ბავშვობა, რომლი გადაჭრის გზად დასახელდა ეკონომიკური
მდგომარეობის გამოსწორება ,რათა ბავშვს არ მოუხდეს თავის რჩენა მათხოვრობით. კონვენციის
22-ე მუხლის თანახმად, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ჯგუფური
მუშაობის მსვლელობისას მუდმივად ვახორციელებდი მონიტორინგს, ვუთითებდი დარჩენილ დროს
და ვცდილობდი ფასილიტატორი ვყოფილიყავი. თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციის დასრულების შემდეგ
ვთხოვდი აეხსნათ , თუ როგორ მივიდნენ ამ შედეგამდე. ვაძლევდი ეფექტურ უკუკავშირს, განმავითარებელ
შეფასებას. ამის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლეს შეეჯამებინათ გაკვეთილი. გამოთქვეს მოსაზრება,
თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული მოქალაქე, სახელმწიფო, ოჯახი.
მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი
და განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა უფრო მეტად დამეკონკრეტებინა
თითოეული მოსწავლის შედეგი, თუმცა ამის საშუალებას დრო არ მაძლევდა. მივეცი საშინაო
დავალება: ვუჩვენე კლიპი „სულ წინ იარე“ ოთო
ნემსაძის შესრულებით. ვთხოვე, წაიკითხონ ბოლომდე მოთხრობა და კლიპისგან გამოწვეულ ემოციაზე
დაყრდნობით დაწერონ ესე „ ომის შედეგები“.
გაკვეთილის რეფლექსიის ფაზა ყველაზე წარმატებული
აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეები დაგეგმილ აქტივობას, რომელიც პრობლემის გადაჭრის გზებს
მოითხოვდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და მეტად გააქტიურდნენ. ამ აქტივობამ
საშუალება მომცა, რომ მოსწავლეებისთვის მიმეცა მეტი თავისუფლება საკუთარი აზრის გამოსათქმელად.
დამენახა მათი პოტენციალი და დამესახა ახალი გამოწვევები.
ნატო გურგენიძე
3.05.2019
No comments:
Post a Comment