Sunday, 5 May 2019

მოგესალმებით!
მე გახლავართ სსიპ 169 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. მიყვარს ჩემი საქმე , მიყვარს ჩემი მოსწავლეები და მთელი ჩემი არსებიღ ვარ ჩართული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო საქმეში. ყოველთვის ვცდილობ განვუვითარო ჩემს მოსწავლეებს დამოუკიდებელი, კრეატიული აზროვნების უნარი და დავეხმარო სირთულეების გადალახვაში. სკოლაში ჩამოვაყალიბე ლიტერატურული კლუბი "პეგასი" 2017 წელს, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. ვარ კლუბის კურატორი.
მიზნები:
 ბლოგი შევქმენი 2018 წელს. მანამდე ვსარგებლობდი სოციალური ქსელით Facebooke, სადაც მაქვს გვერდი "პეგასი პეგასი". ბლოგის გამოყენება გადავწყვიტე, რათა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, მოვისმინო თქვენი რჩევები და გამოვიყენო სასწავლო პროცესში. 2019 წლის იანვარში დავიწყე კვლევა, რომლის მასალებსაც დავდებ კვლევის დასრულებისთანავე, შემოგთავაზებთ სამოდელო გაკვეთილების გეგმებსა და იმ აქტივობის მასალებს , რომლებიც ჩატარებულია ჩემ მიერ. იმედი მაქვს ჩემი ბლოგი სასარგებლო იქნება ჩემი კოლეგებისთვის და მივიღებ უკუკავშირს. ველი თქვენს კომენტარებს.


No comments:

Post a Comment